სირია: თურქული აგრესია სირიის ტერიტორიებზე შემოჭრაა. სირიის არმია მზადაა უპასუხოს ყველა გამოწვევას

ეს პერსონა

ოფიციალური დამასკოს განცხადებით, თურქული სამხედრო ოპერაცია სირიის ტერიტორიული საზღვრების დარღვევაა და სირიის არმია მზადაა ყველა გამოწვევას უპასუხოს.

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ოპერაცია გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. 

"სირიის არაბული არმია, რომელიც ამჟამად ტერორისტების პირისპირ დგას, მზადაა დაუპირისპირდეს უცხოურ ინტერვენციას, რომელიც ამ დროისთვის მიმდინარეობს სირიის ტერიტორიაზე და ის მზადაა უპასუხოს ყველა გამოწვევას, რომელიც სირიის წინაშე დგას" - განაცხადა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფაისალ მიქდადიმ.

შეგახსენებთ რომ სამშაბათს თურქეთის პრეზიდენტმა რეფეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილოეთ სირიაში დაიწყეს ოპერაცია "მშვიდობის გაზაფხული", რომელიც ქურთული ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგაა მიმართული და იმ ტერიტორიების გამოთავისუფლებას ისახავს მიზნად, სადაც თურქეთი 3,6 მლნ სირიელი ლტოლვილის დასახლებას გეგმავს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top