მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ეთიოპიის პრემიერ-მინისტრს გადაეცა

ეს პერსონა

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ეთიოპიის პრემიერ-მინისტრ აბი აჰმედ ალის გადაეცა მეზობელ ერიტრეასთან სასაზღვრო კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენილები იყვნენ დონალდ ტრამპი, გრეტა ტუნბერგი, ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები, პაპი ფრანცისკე, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, კარლეს პუჩდემონი და ახალი ზელანდიის 40-ე პრემიერ-მინისტრი.

უცხოური მედია ხშირად წერდა ტრამპისა და ტუნბერგის შესახებ და განიხილავდნენ, როგორც ყველაზე დიდი შანსის მქონე კანდიდატებს. თუმცა სტოკჰოლმის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ 2019 წლის პრემია მშვიდობის დარგში ეთიოპიის ლიდერს გადასცა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top