წელს მაშველებმა 69 ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინეს

ეს პერსონა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა 2019 წლის საზღვაო სეზონი შეაჯამეს. 

წელს, წყალზე სამაშველო განყოფილებებში უპრეცედენტო რაოდენობის სეზონური მაშველი მუშაობდა, რომლებმაც, როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ასევე, თბილისის წყლებზე, 300-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის 69 არასრულწლოვანი და უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე იყო. გარდა ამისა, მათ სანაპირო ზოლში დაკარგული 78 არასრულწლოვანი იპოვეს.

სანაპირო ზოლებზე განლაგდა ახალი სამაშველო საგუშაგოები, განახლდა სამაშველო კოშკურები, გაუმჯობესდა წყალზე სამაშველო ტექნიკა და დაემატა საჭირო აღჭურვილობა. წელს, პირველად გამოჩნდნენ გოგო მაშველები.

აღსანიშნავია, რომ ასევე პირველად ჩაერთო სამაშველო ოპერაციებში ჩვენი ტექნოლოგიური სიახლე - დრონი. მაშველი დრონები სანაპირო ზოლზე პატრულირებისა და შტორმის დროს სამაშველო ოპერაციისთვის გამოიყენება. მათი ეფექტიანობა ნათლად გამოჩნდა, როდესაც მაშველებმა შტორმის დროს დრონის საშუალებით რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top