საქართველო ავსტრალიასთან 27-8 დამარცხდა

ეს პერსონა

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი გამართა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა.  მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ავსტრალიელთა გამარჯვებით, 27-8 დასრულდა.

პირველ ტაიმში საქართველოს დაცვამ საკმაოდ კარგად ოთამაშა და მეტოქეს ერთ ლელოზე მეტის დადების საშუალება არ მისცა. შედეგად, შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 10-3 გავიდნენ.

მეორე ტაიმში ბორჯღალოსნებმა ერთი ლელოს დადება შეძლეს, თუმცა ავსტრალიელთა კლასმა მაინც თავისი ქნა და საბოოლოოდ მატჩი მათივე გამარჯვებით, 27-8 დასრულდა.

ამით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა დაასრულა. ბორჯღალოსნებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს გუნდს, მომდევნო ჩემპიონატზე მოსახვედრად, საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწევს.

 

View this post on Instagram

დასრულდა მატჩი შიზუოკაზე და დასრულდა #ბორჯღალოსნების კამპანია 2019 წლის მსოფლიო თასზე🔥 🏉 ავსტრალიამ ბორჯღალოსნებს 27-8 სძლია 🏉 დიდი მადლობა ნაკრებს და ყველა ბორჯღალოსანს ვინც ამ ტურნირზე მონაწილეობა მიიღეს და ყველაფერი გააკეთეს შედეგის მისაღებად 🏉 დიდი მადლობა მამუკა გორგოძეს, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა. დიდი მადლობა მამუკა ყველაფრისთვის რაც შენ მინდორსა და მინდორს გარეთ გაგიკეთებია ქართული რაგბისთვის 🏉 დიდი მადლობა გიორგი ნემსაძეს, რომელმაც ასევე დაასრულა კარიერა. დიდი მადლობა ნემსო ყოველი წუთისთვის, ყოველი მატჩისთვის 🏉 ახლა წინ საკვალიფიკაციო ეტაპია, რომელიც წარმატებულად უნდა დავსძლიოთ, რათა 2023 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლება მოვიპოვოთ 🏉 დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის და გვერდში დგომისთვის, საუკეთესო სურვილებისა და კრიტიკისთვის #დიდიმადლობა #რაგბიჩვენითამაშია #AUSvGEO #RWC2019 #RWCShizuoka

A post shared by GeorgianRugby (@georgianrugby) on

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top