EMC თქმით, მუსლიმების კუთვნილი მიწები საპატრიარქოს უკანონოდ გადაეცა

ეს პერსონა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)-ის თქმით, ადიგენის მუნიციპალიტეტში, კიკიბოსა და დერცელში ქართველი მუსლიმი გლეხების მიწები მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო უკანონოდ გადასცეს.


ასევე, 2018 წლის ოქტომბრიდან ეს მიწები, დაახლოებით 7 ჰექტარი, საპატრიარქოს საკუთრებაშია და მონასტრის მშენებლობაა დაწყებული.

"ამ პროცესში სახელმწიფომ სრულიად უგულებელყო ის ფაქტი, რომ ამ უძრავი ქონების მიმართ ადგილობრივ მოსახლეობას გააჩნდა სასიცოცხლო ეკონომიკური და სოციალური ინტერესი და საკუთრების უფლების ან/და მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი კანონით განსაზღვრული დოკუმენტები. სსიპ სახელმწიფო ქონების სააგენტომ დაარღვია კანონის მოთხოვნა და ნაკვეთები საპატრიარქოს დაინტერესებული პირების მონაწილეობის გარეშე გადასცა", — ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

EMC ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის სახელით, სახელმწიფო საკუთრებაში სადავო უძრავი ქონების ეკლესიისათვის გადაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სასამართლოში ასაჩივრებს და იმედოვნებს, სასამართლო შეაფასებს სადავო აქტების უკანონობას და სოფლის მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესების კანონის შესაბამის დაცვას უზრუნველყოფს.

წყარო: EMC
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top