თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ეს პერსონა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.თ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, 26 მაისის მოედანზე, 1968 წელს დაბადებულ გ.თ.-ს იარაღის მსგავსი საგნით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 1100 ლარი წაართვა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულს რამდენიმე წუთში, ერთ-ერთი კაზინოს ვესტიბიულში მიაკვლიეს. პოლიციამ ადგილზე ჩაატარა მისი პირადი ჩხრეკა და უკანონოდ მოპოვებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც“, –  ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩადენილი დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top