სექსუალური ძალადობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - იდენტიფიცირებულია 23 წლის ბიჭი

ეს პერსონა

პირი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოქალაქეებზე სექსუალურად ძალადობდა, იდენტიფიცირებულია. 23 წლის ბიჭი ღამის საათებში თბილისში, ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს სადარბაზომდე მიჰყვებოდა და შემდეგ მათ გაუპატიურებას ცდილობდა. 

დამნაშავე ერთ-ერთმა დაზარალებულმა ამოიცნო, ზუსტად იმ დროს როდესაც მოძალადე ისევ აედევნა, ამჯერად უკვე დღის საათებში. გაირკვა, რომ დამნაშავეს ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა ბავშვებთანაც.

სამართალდამცავებმა სექსუალური ძალადობის შესახებ შეტყობინება პირველად მაისში მიიღეს.

"სახლში ავდიოდი, როდესაც სადარბაზოში შემომყვა და მომიახლოვდა უკანა მხრიდან პიროვნება, რომელმაც სხეულზე ორივე მხრიდან ძლიერად მომხვია ხელები. თავისი სხეულით მომაწვა , მიმაბჯინა სადარბაზოს კედელზე და დაიწყო ჩემი მოფერება სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. მათ შორის მკერდზე. უცებ მოვტრიალდი და დავინახე რომ ეს იყო 20-25 წლამდე მამაკაცი. ვუძალიანდებოდი, რა დროსაც გამარტყა სახეში და ჩამარტყა ფეხიც. ამის შემდეგ გაიქცა და ადგილიდან მიიმალა"- აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული ჩვენებაში.

 

წყარო: რუსთავი 2
0
0
1
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top