სალომე ზურაბიშვილი: ღვინის და ვენახის აღორძინება საქართველოს აღორძინებაა

ეს პერსონა

საქართველოს პრეზიდენტი გურჯაანის ღვინის ფესტივალს დაესწრო. სალომე ზურაბიშვილმა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, „ახტალას“ პარკში სახალხო ზეიმს და საწნახელში ღვინის დაწურვის პროცესს დაესწრო. კახური ტრადიციული ღვინო დააგემოვნა და ღვინის ფესტივალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

,,დღეს აქ ქართული ღვინის ზეიმია. საქართველოს ისტორიაში აღორძინება ყოველთვის ვენახით იწყებოდა, როცა შემოვიდოდა დამპყრობელი, გაანადგურებდა ვენახს, ქართველი გლეხი ისევ ვენახის გასაშენებლად შრომობდა, რასაც მოჰყვებოდა ქვეყნის აღორძინებაც. დღესაც ღვინის და ვენახის აღორძინება საქართველოს აღორძინებაა," - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top