პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით მამა-შვილი დააკავა

ეს პერსონა

სამცხე-ჯავახეთში პოლიციამ  ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მამა-შვილი - 1977 წელს დაბადებული რ.ვ. და 1953 წელს დაბადებული დ.ვ. დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ვ., მამასთან - დ.ვ.-სთან ერთად, საკუთარ მეუღლეს - 1982 წელს დაბადებულ ფ.ს-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 11 პრიმა-126 მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა-151 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

​დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top