ლარი გაიქცა

ეს პერსონა

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ვარდნას განაგრძობს. ლარის გაუფასურების მიზეზად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საგარეო ფაქტორს ასახელებს და ამბობს, რომ დოლარს გამყარების ტრენდი ახასიათებს. იგივეს ამბობენ სავალუტო ბირჟის ექსპერტები, რომლებიც არ გამორიცხავენ, რომ ლარმა 2016 წლის რეკორდულ ნიშნულს - 2.82-ს მიაღწიოს. 

ფინანსური ბაზრების ანალიტიკოსი ნიკა შენგელია დოლარის გამყარებას აშშ-ჩინეთს შორის დაწყებულ სავაჭრო ომს უკავშირებს, რომლის შედეგები სავალუტო ბაზრებზეც აისახება. ზაფხულისთვის დოლარი სხვა ვალუტებთან მიმართებაში კიდევ უფრო გამყარდება, რაც ლარის ავტომატურ გაუფასურებას ნიშნავს. თუმცა, რამდენად აისახება ეს ყველაფერი პროდუქტის ფასზე, სხვა საკითხია, რადგან საქართველოს ძირითადი პარტნიორი ქვეყნების ვალუტებიც შესაბამისად უფასურდება დოლართან მიმართებაში. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top