"ღმერთმა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო გამთლიანდეს" - გიგა ბოკერია

ეს პერსონა

"საქართველოსთვის ეს [გორი] ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. აქ ახლოს არის ჩვენი მტერი, საოკუპაციო ხაზი. ღმერთმა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო გამთლიანდეს და ეს ხალხი მყარად იდგეს ფეხზე." - ამის შესახებ პარტია "ერვროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ გორში, გორელობის დღესასწაულზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" ლიდერს ყოფილი თანაგუნდელი, მიხეილ სააკაშვილი ქართული ტრადიციებისგან "ნაციონალური მოძრაობის" დისტანცირებაში ადანაშაულებდა. სააკაშვილის თქმით, თავად მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო, ხოლო ბოკერია არა.

მოგვიანებით, სააკაშვილის განცხადებებს ბოკერია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის კულტურულად ქრისტიანული მიმდინარეობის ნაწილი იყო.

იხილეთ ამ თემაზე:
"ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა, რათა ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციების, ქართული ტრადიციებისგან" - მიხეილ სააკაშვილი

ბოკერია: სააკაშვილი მალე ალბათ ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს

გიგა ბოკერია: მე ნაწილი ვარ კულტურულად ქრისტიანული მიმდინარეობის

წყარო: ON.GE
0
2
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top