"ვინც მე პოპულიზმში დამადანაშაულა, რა იციან რომელ ღმერთს ვგულისმობდი?" - გიგა ბოკერია

ეს პერსონა

"დიდი პატივია როდესაც ჩემს გამოსვლებს ასეთი ანალიზი უკეთდება. მითუმეტეს მაშინ, როცა ღმერთს ვახსენებ, ვინც მე პოპულიზმში დამადანაშაულა, რა იციან რომელ ღმერთს ვგულისმობდი? იქნებ სხვა ღმერთს ვგულისხმობდი არა უმრავლესობის?

მაგრამ მეორე, ყველაზე კომიკური იყო, რომ ამაზე ირეაგირეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმაც კი დეპუტატებმა, ქალბატონმა ბოკუჩავამ და სხვებმაც, ფეისქუბზე. ჩათვალეს, რომ ეს სააკაშვილის იმ, ჩემი აზრით, შავრაზმული განცხადების მარეაბილიტირებელი განცხადება იყო. ეს კომიკური იყო, იმიტომ, რომ პრობლემა ღმერთის ხსენებაში კი არ არის, პრობლემა არის თუ შენ ამ თემას იყენებ ოპონენტზე თავდასხმისთვის შავრაზმული პოზიციიდან. რასაც ქართული ოცნება, პატრიოტთა ალიანსი, ასავალ-დასავალი შვებოდნენ ჩვენს, ყველას წინაარმდეგ, ვარდების რევოლუციის მემკვირდეების წინააღმდეგ და ძალიან სამწუხაროა, რომ სააკაშვილი დღეს იგივეს აკეთებს" - ასე ეხმაურება გიგა ბოკერია "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში რეაქციებს მის ფრაზაზე - "ღმერთმა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო გამთლიანდეს".

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top