"მინდა, რომ ვუსურვო ყველას ძალიან მალე ისეთ საქართველოში ცხოვრება, როგორსაც დღეს ვაშენებთ" - ქეთევან ციხელაშვილი

ეს პერსონა

ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო,- ამის შესახებ  ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

"მინდა ყველას მივულოცო ეს ბრწყინვალე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული, ჩვენი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო. მე მინდა, რომ ვუსურვო ყველას ძალიან მალე ისეთ საქართველოში ცხოვრება, როგორსაც დღეს ვაშენებთ. მშვიდობიან, გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრება. მინდა, რომ ერთად დავძლიოთ ის მთავარი გამოწვევები, რომელიც ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს მავთულხლართების, მიმდინარე ოკუპაციისა და უამრავი ადამიანის ყოველდღიური, ჰუმანიტარული პრობლემების სახით. დღეს მთავარი სურვილი ეს არის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობა. იცით, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი მოვლენაა, მათ შორის ჩვენს რეგიონში, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას და გონიერებას გვავალდებულებს. ჩვენ გვაქვს მთავარი გამოწვევა - ოკუპაცია დასაძლევი. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა და ეს ხედვა უკავშირდება ჩვენი ამოცანების სწორედ მშვიდობიანი გზით მიღწევას, ჩვენი ევროინტეგრაციის, განვითარებისა და პროგრესის გზაზე" - განაცხადა მინისტრმა. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top