" ფრთხილად უნდა იყოს ყველა, ვინც ღმერთს და რწმენის საკითხს ხედავს, როგორც პოლიტიკური ქულების მოხვეჭის ინსტრუმენტს" - ირმა ინაშვილი

ეს პერსონა

" ფრთხილად უნდა იყოს ყველა, ვინც ღმერთს და რწმენის საკითხს ხედავს, როგორც პოლიტიკური ქულების მოხვეჭის ინსტრუმენტს" - წერს ირმა ინაშვილი საკუთარ facebook გვერდზე. 

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ამით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელშიც მან გიგა ბოკერია ქართული ტრადიციებისა და ფასეულობების უპატივცემლობაში დაადანაშაულა.

12 ოქტომბერს კ, გიგა ბოკერიამ შიდა ქართლში მოსახლეობას „გორის დღე“ მიულოცა და მიმართა.

 „საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, აქ ახლოს არის ჩვენი მტერი, სამწუხაროდ, საოკუპაციო ხაზი და ღმერთმა და ჩვენ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო გამთლიანდეს და ეს ხალხი მყარად იდგეს ფეხზე“, - თქვა ბოკერიამ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top