ჯანდაცვის მინისტრი საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს შეხვდა

ეს პერსონა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ექიმებს შეხვდა. ეკატერინე თიკარაძე ექიმებს პრაღაში გინეკოლოგიურ კლინიკაში შეხვდა, სადაც დაგეგმილ რეფორმებზე, მედიცინაში არსებულ პრობლემებსა და მიღწევებზე ესაუბრა. 

 "ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თანამემამულის თანამონაწილეობა, იმ რეფორმებში რომელიც დაგეგმილი გვაქვს." -  აღნიშნა მინისტრმა

იგი იმედოვნებს, რომ მეტი კომუნიკაცია იქნება ექიმებს შორის. შეხვედრას 100-მდე ქართველი მედიკოსი დაესწრო. მთავარი მიზანი კი ევროპაში მცხოვრები ქართველი ექიმების პროექტებში ჩართვა და ახალი რეფორმების შემუშავებაა. 

არსებული სამედიცინო მუშაკები ევროპის ქვეყნებში გადიან გადამზადებას, არსებული ცოდნით კი შეძლებენ ქართველი პაციენტებისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევას.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top