"მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ცხოველია, რომელიც ტანზე დაყრილი რეცეპტორებით საზოგადოების განწყობებს გრძნობს და შესაბამისად მანევრირებს." - კახა კუკავა

ეს პერსონა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, კახა კუკავამ  საქართველოს პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუ“ სტუმარობისას მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა:  

„ორი კვირის შემდეგ შეიძლება, სხვა კვლევებზე, სხვა განცდებზე დაყრდნობით გადაწყვიტოს, რომ ლიბერალია და ა.შ. ეს არაერთხელ გვინახავს. არ მგონია, რომ რადგანაც ოპონენტია, უნდა ვთქვათ, რომ სულელი და უუნაროა. ის, ამ სიტყვის პროფესიული გაგებით, ნამდვილად პოლიტიკური ცხოველია, რომელიც ტანზე დაყრილი რეცეპტორებით საზოგადოების განწყობებს გრძნობს და ამის შესაბამისად მანევრირებს“, – განაცხადა კუკავამ.

 


 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top