ბარსელონას აეროპორტში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ეს პერსონა

ბარსელონის ელ პრატის აეროპორტში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პროტესტის მონაწილეების  უკმაყოფილება ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელმაც კატალონიის მთავრობის ყოფილ წევრებს ცხრიდან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ესპანეთის ავტონომიურ რეგიონში საპროტესტო აქციები დაიწყო.

რამდენიმე ათასმა ადამიანმა ტერმინალამდე მისასვლელი გზები დაბლოკა. მომიტინგეებმა აეროპორტის გზა გადაკეტეს. გარკვეული დროის განმავლობაში შეწყვეტილი იყო აეროპორტში მიმავალი მატარებლებისა და მეტროს ხაზების მუშაობა. საპროტესტო აქციის გამო, აეროპორტში 70 ფრენა გადაიდო. სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top