პასუხი ქართველ ჰალკს - რატომ გამოტოვა ლევან საგინაშვილმა ევროპის ჩემპიონატი

ეს პერსონა

ქართველი ჰალკი, ლევან საგინაშვილი ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას ამბობდა, რომ საქართველოში არ აფასებენ და სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას არ გამორიცხავს. 

ლევანის მტკიცებით, ბოლო ტურნირიდან დაბრუნების შემდეგ, აეროპორტშიც არავინ დახვდა. 

ფაქტს  სპორტის მართვისა და განვითარების დეპარტამენტი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა: 

"ლევან საგინაშვილმა 2018 წელს საქართველოს ნაკრების სახელით მონაწილეობა მიიღო მკლავჭიდის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე, ამასთან ორივე ტურნირზე მოპოვებული გამარჯვების სანაცვლოდ მიიღო სახელმწიფოსგან დაწესებული კუთვნილი პრემია.

2019 წელს საგინაშვილმა გადაწყვიტა კომერციულ ტურნირებში მონაწილეობა, რასაც პირდაპირ კრძალავს მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაცია. სწორედ ამიტომ, მან გამოტოვა წლეულს ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ საგინაშვილი რჩება ეროვნული ნაკრების წევრად და იმ შემთხვევაში, თუ ის უარს იტყვის კომერციულ ტურნირებში მონაწილეობაზე, კვლავ დაიცავს საქართველოს ნაკრების ღირსებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას უბრალოდ საერთაშორისო ფედერაცია არ მისცემს მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალებას, რაც მოხდება საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციისგან დამოუკიდებლად.

სამინისტრო, მკლავჭიდის ფედერაციას უფინანსებს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მონაწილეობას. შესაბამისად, ვერ დავუშვებთ გამონაკლისს და ვერ დავაფინანსებთ ამა თუ იმ სპორტსმენის კომერციულ ტურნირში მონაწილეობას, მითუმეტეს მაშინ როცა ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება საერთაშორისო ფედერაციის რეგლამენტს და სპორტსმენს უკრძალავს საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას" - ნათქვამია განცხადებაში

წყარო: croco
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top