კაცების რაოდენობა ქალებისას საქართველოს მხოლოდ ერთ რეგიონში აჭარბებს

ეს პერსონა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს დემოგრაფიული პორტალის პრეზენტაცია გამართა. პორტალზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დემოგრაფიული მონაცემებია წარმოდგნეილი.

როგორც აღმოჩნდა, ცხეთა-მთიანეთი ერთადერთი რეგიონია, სადაც მამაკაცების რაოდენობა ქალებისას აჭარბებს. სსეს-ის მიხედვით, მცხეთა-მთიანეთში მცხოვრებთა 50,4% მამაკაცია, ხოლო 49,6% ქალი.

ქვეყნის საერთო მაჩვენებელი კი ასეთია - საქართველოში მოქალაქეთა 52,3% ქალია, ხოლო 47,7% კაცი.

რეგიონების მიხედვით მონაცემები ასე გამოიყურება:
თბილისი: მამაკაცი - 45,5%; ქალი - 54,5%
კახეთი: მამაკაცი - 49%; ქალი - 51%
ქვემო ქართლი: მამაკაცი - 49,2%; ქალი - 50,8%
მცხეთა-მთიანეთი: მამაკაცი - 50,4%; ქალი - 49,6%
შიდა ქართლი: მამაკაცი - 48,7%; ქალი - 51,3%
სამცხე-ჯავახეთი: მამაკაცი - 48,9%; ქალი - 51,1%
იმერეთი: მამაკაცი - 48,4%; ქალი - 51,6%
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: მამაკაცი - 48,9%; ქალი - 51,4%
სამეგრელო-ზემო სვანეთი: მამაკაცი - 48,1%; ქალი - 51,9%
გურია: მამაკაცი - 48,2%; ქალი - 51,8%
აჭარის ა.რ. : მამაკაცი - 48,8%; ქალი - 51%

1
4
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top