ხაშურში მშობიარე ქალი და ჩვილი დაიღუპა

ეს პერსონა

ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში მშობიარე ქალი და ჩვილი დაიღუპა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს პრობლემები წარმოიშვა და საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა, რის შემდეგაც ფატალური შედეგი დადგა. კლინიკის ინფორმაციითვე ადმინისტრაციამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ფაქტთან დაკავშირებით, კონკრეტულ ექიმებს პროფესიული საქმიანობის უფლება შეუჩერდათ.

„40 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა საავადმყოფოში. დაიწყო ფიზიოლოგიური მშობიარობა, თუმცა წარმოიშვა პრობლემები, რის გამოც საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. მედიკოსებმა ბავშვის ნაადრევად გადმოყვანის მიზნით საკეისრო კვეთა დაიწყეს, თუმცა სამწუხაროდ ფატალური შედეგი დადგა. გარდაიცვალა ჩვილიც და დედაც“ - განაცხადეს კლინიკაში.

ტეგები:
0
0
2
27
5
კომენტარები
ეს პერსონა
Top