ხაშურში გარდაცვლილი მშობიარე ქალის დედა: როდესაც ჩემი შვილი ვნახე, მეხვეწებოდა წამიყვანე აქედანო

ეს პერსონა

ხაშურის რეფერალური კლინიკაში გარდაცვლილი მშობიარე ქალის ოჯახის წევრები, დედის და ჩვილის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ და მათი პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ. როგორც გარდაცვლილის დედამ განაცხადა, ოჯახი საკეისრო კვეთას ითხოვდა, თუმცა ექიმებმა ფიზიოლოგიური მშობიარობა გადაწყვიტეს. 

„შევიყვანე საავადმყოფოში, არავინ პასუხს მცემდა, სანამ არ დამძიმდა. როდესაც ჩემი შვილი ვნახე, მეხვეწებოდა წამიყვანე აქედანო, მაგრამ უკვე გვიან იყო. ჩვენ საკეისროს ვითხოვდით, მაგრამ არ გაუკეთეს. ფიზიოლოგიურად უნდა იმშობიაროსო. ჩვენ სხვა საავადმყოფოში გადაყვანას ვითხოვდით. სათანადო ყურადღება არ მიაქციეს. შვილი მომიკლეს, მეტი რაღა ვთქვა. ოთხი ობოლი დატოვა“- აცხადებს გარდაცვლილის დედა.

ცნობისთვის, დღეს ხაშურში, მშობიარობის დროს, დედა და ჩვილი დაიღუპა. გარდაცვლილ ქალს 4 შვილი დარჩა. 

კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს პრობლემები წარმოიშვა და ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო, რის შემდეგაც ფატალური შედეგი დადგა.მათივე ცნობით,  ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაწყებულია და ლიცენზია შეუჩერდათ კონკრეტულ მედიკოსებს.

 

ტეგები:
1
0
0
15
4
კომენტარები
ეს პერსონა
Top