"შემთხვევით არ იყო, რომ საზღვარგარეთ ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში შედგა" - ნიკოლ ფაშინიანი

ეს პერსონა

საქართველოსთან ურთიერთობებს სომხეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შემთხვევით არ იყო, რომ საზღვარგარეთ ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში შედგა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, მხარეებმა კვლავ დაადასტურეს ურთიერთობების მაღალი დონე და მათი განვითარების მზადყოფნა, ასევე,  განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის მრავალი საკითხი. სომხური მედიის ცნობით, განხილულ საკითხებს შორის იყო ტრანსპორტი, ენერგეტიკა და მათი როლი რეგიონულ უსაფრთხოებაში. ასევე მხარეებმა რეგიონული კონფლიქტებზეც ისაუბრეს. 

"საქართველოსთან ურთიერთობებს სომხეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შემთხვევით არ იყო, რომ საზღვარგარეთ ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში შედგა. კონტაქტების დინამიკა და ამჟამინდელი ვიზიტიც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოც სომხეთთან ურთიერთობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

მიგვაჩნია, რომ კონფლიქტების დარეგულირება მხოლოდ მშვიდობიანი გზებით არის შესაძლებელი საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და დებულებების საფუძველზე. დავადასტურეთ, რომ ყოველი კონფლიქტი უნიკალურია და გადაწყვეტილებები უნდა გამომდინარეობდეს მისი შინაარსიდან. სენსიტიური საკითხებისადმი გაწონასწორებული მიდგომა დავადასტურეთ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top