"ქართული ოცნება" ემზადება არჩევნების მასობრივი გაყალბებისთვის" - ირმა ინაშვილი

ეს პერსონა

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ირაკლი კობახიძე აცხადებს: "ვფიქრობ, რეალური სურათი, რაც შეიქმნება საპარლმენტი არჩევნების შემდეგ არის: “ქართული ოცნება” - 60%; “ნაციონალური მოძრაობა” თავისი “ევროპული საქართველოთი” -20 %; დანარჩენი ოპოზიცია - 20 %. “ქართული ოცნებისთვის” ეს მიღწევადი შედეგია”!

ახლა მე ვაცხადებ: მსგავსი ტიპის "პროგნოზების" გავრცელებას (არჩევნებამდე დიდიხნით ადრე) ჩვენ აღვიქვამთ, როგორც საზოგადოების შემზადების მცდელობად არჩევნების გაყალბებისათვის, ანუ "ქართული ოცნება" ემზადება არჩევნების მასობრივი გაყალბებისთვის და წინასწარ ამზადებს საზოგადოებრივ აზრს.

კობახიძის პირით "ქართული ოცნება" გვეუბნება, რომ თავად დაიწერს 60%-ს, რაც აბსურდია! "ოცნებას" არა აქვს 60%-იანი მხარდაჭერის რესურსი, ხოლო სააკაშვილ-ბოკერიებს ჯამში 20%-ს დაუწერს.

მეც არჩევნებამდე დიდხნით ადრე ვეუბნები კობახიძესაც და "ქართულ ოცნებასაც": თუ შეეცდებით, რომ მსგავსი მონაცემები დაიწეროთ 2020 წლის არჩევნებში, ხელკეტებით გამოგყრით კაბინეტებიდან და ეს არ გეგონოთ ნაციონალური მოძრაობის და ევროქოცების საპროტესტო აქციები, რომლებსაც გადასარევად აკონტროლებთ საჭიროების შემთხვევაში.

საჯაროდ გპირდებით: ნამდვილ რევოლუციას მიიღებთ და სამუდამოდ დაგასრულებთ თქვენს საყვარელ პარტნიორებთან-
სააკაშვილ-ბოკერიებთან ერთად!", - წერს ინაშვილი.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ 2020 წლის არჩევნებში, "ქართული ოცნება"  დაახლოებით 60 პროცენტს აიღებს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top