გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულ მამაკაცს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
"მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის მარტიდან ივლისის ჩათვლით, კასპის მუნიციპალიტეტში ო.ი. 5 წლის მეზობელი გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებას ახორციელებდა.
სამართალდამცველებმა ო.ი. 2019 წლის 27 ივლისს დააკავეს. გორის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარუდგინა. ო.ი.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გორის რაიონულმა სასამართლომ ო.ი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.