ვინ შექმნა "თსუ"-ს ყალბი აპლიკაცია და საიდან აღმოჩნდა იქ სტუდენტების პერსონალური მონაცემები

ეს პერსონა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ სკანდალიში ეხვევა. სტუდენტებმა რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტის აპლიკაცია აღმოაჩინეს, რომელიც თავად შემქმნელმა, ნიკა კირკიტაძემ გაასაჯაროვა. აპლიკაცია ყალბი აღმოჩნდა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს მოუწოდა, არ შეეყვანათ პირადი მონაცემები. გაფრთხილება დაგვიანებული აღმოჩნდა.

სტუდენტები ჩვენთან საუბარში ყვებიან, რომ აპლიკაციაში მონაცემების შეყვანისთანავე ისინი საკუთარ ექაუნთში აღმოჩნდნენ. იქ უკვე იყო განთავსებული მათი ფოტო, პირადი მონაცემები, ატესტატის ნომერი, საგნების ცხრილი, აკადემიური მოსწრების ქულები, გადახდილი სწავლის საფასურის მონაცემები და ა.შ.

თავად აპლიკაციის შემქმნელი, საკუთარ ცოც.ქსელში ამ საკითხზე უკვე 5 დღეა აქტიურად პოსტავს. აპლიკაციის არსებობის შესახეებ დაახლოებით 1 კვირაა იციან სტუდენტებმაც. "თსუ"-ს ადმინისტრაციამ გამაფრთხილებელი პოსტი დღეს გამოაქვეყნა. ჯერ კიდევ უცნობია საიდან აღმოჩნდა სტუდენტთა პერსონალური მონაცემები უცნობი პირის ხელში. როგორც "თსუ" ოფიციალურ გვერდზე წერს "უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მუშაობს აღნიშნული საკითხის გარკვევაზე".

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top