ლევან კობერიძე: რესტორნებში იყიდება ფალსიფიცირებული ღვინო, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს შემოწმებები

ეს პერსონა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ, რესტორნებში  არსებულ ღვინის ხარისხზე ისაუბრა. როგორც კობერიძემ აღნიშნა, რესტორნებში ფალსიფიცირებული ღვინო იყიდება, რასაც სახელმწიფო არ აკონტროლებს.

„რადგან კახეთში რთველი, დამთავრდა  თავს უფლებას მივცემ მცირე ანალიზი გავაკეთო თემასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, რქაწითელი უნდა ღირდეს არა 70 თეთრი, არამედ მინიმუმ 1,5 ლარი. ეს არ არის სოფლის მეურნეობის თემა, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს და მთლიანად მთავრობის საზრუნავი თემა.  

როდესაც ქვეყანაში ჩამოსასხმელი ღვინო ძირითადად არის ფალსიფიცირებული და ყურძნისგან არ არის დამზადებული, 4-5 ლარი ღირს, სწორედ ამ პირობებში, სახელმწიფო იმას არ აკონტროლებს, რაც მისი მოვალეობაა.  პირდაპირ ვამბობ, რომ რესტორნებში იყიდება ფალსიფიცირებული ღვინო . სასწრაფოდ უნდა დაიწყოს შემოწმებები იმიტომ, რომ ეს საკითხი თუ მოგვარდება  მაშინ გლეხს ყურძენს ხელიდან წაართმევენ. ამას უნდა მიხედოს სახელმწიფომ,  ეს არის მთავარი თემა  და არა სუბსიდირების სახით 60 მილიონის გამოყოფა ყურძნის შესასყიდად.“ - განაცხადა კობერიძემ. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top