"საპარლამენტო არჩევნებში მესამე და შემდეგ ადგილზე გასულ პარტიებს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ექნებათ"- ვახუშტი მენაბდე

ეს პერსონა

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე თავის Facebook გვერდზე საპარლამენტო არჩევნების შესახებ საუბრობს. მისი თქმით,  მესამე და შემდეგ ადგილზე გასულ პარტიებს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ექნებათ. 

"მიუხედავად იმისა, რას იტყვის მმართველი გუნდი ჩვენს გასაგონად, ყველამ კარგად ვიცით (პირველ რიგში თავად ხელისუფლებამ), ამ მოცემულობით, ისინი მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო 76 მანატს, ბუნებრივი ბარიერის პირობებში, ვერ მოიპოვებენ. ისიც ცხადია, ამას ვერცერთი სხვა პოლიტიკური ჯგუფი ვერ შეძლებს. ასევე ვიცით, ორი ყველაზე დიდი ფრაქცია პარლამენტში ვის ეყოლება, ანუ ვის გარშემო იქნება კოალიციის ფორმირების შესაძლებლობა. მეორე ეშელონის პარტიებს მრავალფეროვანი არჩევანი არ ექნებათ. მათ ან ნაციონალურ მოძრაობას უნდა შეუქმნან უმრავლესობა ან ოცნებას.

ეს კომფორტული ვითარება არ იქნება მათთვის. თუ კოალიციაზე უარს იტყვიან რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, სადაც ერთი ნაწილი 5%-იანი ზღურბლის პირობებში მანდატების მოპოვების შანსს კარგავს, ხოლო მეორე ნაწილს (ვინც ტრადიციულ ბარიერს ზემოთაა) მოუწევს გაზრდილი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში ელექტორალური მხარდაჭერა იპოვოს." - წერს სოციალურ ქსელში ვახუშტი მენაბდე.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top