Google-მა Pixel 4 წარადგინა - ნახეთ როგორია ახალი სმარტფონი

ეს პერსონა

Google-მა ნიუ-იორკში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე, ახალი სმარტფონი Pixel 4 წარადგინა. სმარტფონს ახალი, Motion Sense ფუნქცია აქვს, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს სმარტფონი ხელის მოძრაობით, შეხების გარეშე მართოს. პრეზენტაციაზე  Google-ის წარმომადგენელმა  ასტროფოტოგრაფიის რეჟიმზე ისაუბრა, რომელზეც ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ინფორმაცია იყო გავრცელებული. Pixel 4-ის 3 კამერას 2x ზუმი და ასევე, ოპტიკური და ციფრული ფოკუსის ჰიბრიდი აქვს. სმარტფონის ორი კამერა 12 მეგაპიქსელიანია, ტელეფოტო კი 16 მეგაპიქსელიანი. 

ღამის გადაღების გასაუმჯობესებლად (ასტროფოტოების უკეთ აღსაბეჭდად) Google-მა Pixel 4-ის პროგრამულ მხარეზე იმუშავა. კერძოდ, მფლობელი სმარტფონით შეძლებს,  რეალურ დროში HDR+ რეჟიმში გადაღებას, ახალი ფუნქცია კი - Dual Exposure, ფოტოს გადაღების პროცესში, განათებისა და ჩრდილების გასწორების საშუალებას იძლევა. 

აღსანიშნავია სმარტფონის აუდიო ჩამწერიც, რომელიც  ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, Voice Recorder შეძლებს თქვენი საუბრის ტექსტად ქცევას.

Pixel 4-ის გაყიდვა აშშ-ში უკვე დაიწყო და მისი ფასი 799 დოლარიდან იწყება.

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top