"ქუთაისის აეროპორტში" მოქალაქის კუთვნილ ბარგში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ეს პერსონა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი" მოქალაქის კუთვნილ ხელბარგში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.მ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (51 აბი) გამოავლინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა.", - ნათქვამია  შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top