გიგი უგულავა სააკაშვილს იმიტომ აფასებს, რომ მან შევარდნაძე არ დასაჯა

ეს პერსონა

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას თქმით ის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ედუარდ შევარდნაძის დაუსჯელობის გამო აფასებს:

"როდესაც ერთად ვიყავით, 2016 წელს ბატონი [ნიკა] მელია და ბატონი გიგა [ბოკერია] ერთად იდგნენ და ზუსტად ამ მესიჯს ახმოვანებდნენ... მეტსაც გეტყვით, სააკაშვილის მთავარ ღირსებად სწორედ ის მიმაჩნია, რომ 2003 წელს რევოლუციის შემდეგ მან გაუძლო წნეხს, გაუძლო იმ ცდუნებას, რომელიც გარშემო იყო, მათ შორის, ოქრუაშვილით დაწყებული, კობა დავითაშვილით, ზვიად ძიძიგურით დამთავრებული... ყველანი ვინც იყვნენ კოალიციაში, გაუძლო და თქვა, არა შევარდნაძეს ხელი არ უნდა ვახლოთ". - ამბობს უგულავა, TV პირველზე ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციაში საუბრისას.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top