ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია

ეს პერსონა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა. თურნავა ამბობს, რომ სკანდალური ნებართვის ტექსტი მასთან შეთანხმებლი არ ყოფილა. 

მთავრობის რეაქცია პასუხია იმ განცხადებაზე, რომელიც გუშინ გაავრცელა ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმმა. ამ განცხადებით, კონსორციუმს მთავრობამ დაუმალა ინფორმაცია 2 მაისს ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისსათვის გაცემული მშენებლობის ნებართვის შესახებ და თუ არ მოხდებოდა დროული რეაგირება, კონსორციუმი სამუშაოებს შეაჩერებდა. 

 


 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top