კახა კალაძე მამუკა ხაზარაძეზე: მას არც ნამუსი და არც ზნეობა არ გააჩნია

ეს პერსონა

თბილისის მერი კახა კალაძე, მამუკა ხაზარაძის მიერ "პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. როგორც კალაძემ აღნიშნა,  ხაზარაძემ აღარ იცის თავისი სავარაუდო დანაშაული - ფულის გათეთრება და შეუსრულებელი ვალდებულებები როგორ გადაფაროს.

"სამარცხვინოა, სირცხვილია ასეთი განცხადებები, მე შემრცხვებოდა მამუკა ხაზარაძის ადგილზე, მაგრამ როგორ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელსაც არც ნამუსი და არც ზნეობა გააჩნია.

ნაციონალური მოძრაობის" ნარატივში ჯდება და ვიცით, როგორია მიდგომები და დამოკიდებულება - დააბრალე სხვას ის, რასაც აფუჭებ შენ. ეს არის რეალობა. რაც შეეხება „პროგრეს ბანკს“, ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა „პროგრეს ბანკში“ განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოტივით, გადაერჩინა ბანკი იმ თაღლიღებისგან და მოძალადეებისგან, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენდა. როდესაც მივიღე გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ორად ორი ბანკი იყო, „ქართუ“ და „პროგრეს ბანკი“, რომელსაც დაუწყეს ბრძოლა ყველანაირი აკრძალული მეთოდებით კანონის წინააღმდეგ. დაიწყეს გაკოტრება, იმ ადამიანების დაშინებით, ვისაც კრედიტებით ვემსახურებოდით. ერთადერთი მოტივი, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი შეიძინა და რამდენიმე მილიონი გადაიხადა, იყო ბანკის გადარჩენა და ეს ასეც მოხერხდა. სხვა მას ბანკთან არანაირი შეხება არ ჰქონია საერთოდ. ახლა ჩვენ ვისმენთ ამ ბრალდებებს. მარტივად შემიძლია ვთქვა, „თიბისი ბანკის“ მმართველები ფულის გათეთრებაში არიან ბრალდებულები, ამ ლოგიკით რატომ უნდა მივუდგეთ სხვა აქციონერებს? იგივე უნდა მოვთხოვოთ, მაგალითად, EBRD-ის და იგივე პრეტენზია უნდა იყოს მასთან? სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ არანაირ გათეთრებებთან „პროგრეს ბანკს“ კავშირი არ ჰქონია. მეორე, ვთქვათ, რაღაც გადარიცხვები მართლაც განახორციელა ამ ბანკმა, რა შუაშია საერთოდ ბიძინა ივანიშვილი?,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ „პროგრეს ბანკში“ კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობა იყო. ხაზარაძის თქმით, მას „პროგრეს ბანკის“ შეძენა ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა. ყოფილი ბანკირის თქმით, „პროგრეს ბანკში“ არსებულ საეჭვო გადარიცხვებზე პასუხისმგებლობა ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, „ვინც ეს ბანკი ასე უცბად გააქრო“:

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top