ტელეკომპანია „პირველს“ ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს

ეს პერსონა

დღეიდან ტელეკომპანია „პირველს“ ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. ამის შესახებ „ტვ პირველის“ მფლობელმა ვატო წერეთელმა Facebook-ზე დაწერა. 

„გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე, რომელსაც სათავეში ახალი დირექტორი ჩაუდგება, დიდი გეგმებით და მთელი გუნდის ერთიანი ძალისხმევით. ინგა „პირველზე“ იმ დროს მოვიდა, როცა აქ პირველი აგური იდებოდა და ჩვენი ტელევიზიის ყველა თანამშრომელთან ერთად, მთელი ენერგია ჩადო ჩვენი ტელევიზიის განვითარებაში. უკვე დღეიდან „რეაქციასთან“ ერთად ის მთელი არხის ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესს ჩაუდგება სათავეში. მჯერა, ეს ახალი ეტაპი კიდევ უფრო წარმატებული გამოგვივა. ინგა გრიგოლია, წარმატებებს გისურვებ!“, - წერს ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top