მიხეილ სააკაშვილი: აქ არის პლაჟი, რომელსაც ოდესელები ეძახიან სააკაშვილის პლაჟს

ეს პერსონა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ოდესაში არის პლაჟი, რომელსაც სააკაშვილის პლაჟს ეძახიან. 

"აქ გვერდზე არის და ახლაც ბანაობს ხალხი, პლაჟი რომელსაც ოდესელები ეძახიან სააკაშვილის პლაჟს. ეს არის ძალიან ლამაზი ადგილი, მიტაცებული ჰქონდა ერთ კიეველ მილიარდერს და როდესაც მე აქ გავხდი გუბერნატორი, მივედი ბულდოზერებით, ჩამოვხსენი ეს ღობე, გავუხსენი ხალხს, დავიწყეთ ამ პლაჟის მოწყობა და დაარქვეს სააკაშვილის პლაჟი. რამდენიმე ასეთი პლაჟი დავუბრუნე მე ოდესელებს, რომელიც მიტაცებული ჰქონდათ ადგილობრივ თუ კიეველ ოლიგარქებს.

ახლა მე მინდა გკითხოთ, უფრო სამართლიანი იქნებოდა რომ გვეთქვა, ყველას ყველაფერი უნდა შერჩეს, ეს პლაჟი უნდა იყოს ოლიგარქის საკუთრებაში, სამართლიანი უნდა იყოს თუ არა ის, რომ ივანიშვილს შერჩეს ბოტანიკური ბაღი, რომლის დიდი ნაწილიც მიიტაცა? სამართლიანი იქნება თუ არა, რომ ივანიშვილს შერჩეს დენდროპარკი, რომელიც ამოთხარა, მთელი საქართველო გადათხარა? თუ სამართლიანი იქნება ის რომ ეს დაუბრუნდეს ქართველ ხალხს და მაგალითად ზღვა დაუბრუნდეს თავის ნაპირებს და არა ისე როგორც ივანიშვილმა მიიყვანა თავის სახლთან და მიწა დაფარა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top