მსოფლიო ლიდერთა ნაწილი თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის შეჩერებას ცდილობს

ეს პერსონა

მსოფლიო ლიდერთა ნაწილი თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის შეჩერებას ცდილობს.

საქართველოდან 500 კილომეტრში მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები - ამერიკა და ნატო-ს წევრი ქვეყნები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, თუმცა საქართველოს ასევე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, თურქეთის პირველი პირი ამბობს, რომ არ არსებობს ძალა, რომელიც თურქეთს შეაჩერებს.

ანკარის მიერ დაწყებულმა სამხედრო ოპერაციამ სირიაში ვითარება და ძალთა ბალანსი რადიკალურად შეცვალა. განსაკუთრებული ინტერესია ამერიკელი მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც ანკარაში ჩავიდნენ. ამერიკული დელეგაცია ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე თურქეთის პრეზიდენტთან გეგმავდა შეხვედრას, თუმცა ერდოღანმა აუდიენციაზე უარი თქვა.

დღის ბოლოს გეგმა შეიცვალა. თურქეთის პირველი პირი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან საუბარს დათანხმდა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top