ნათია თურნავა: S7 Airlines-ისთვის ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება, ფრენების აღდგენას არ ნიშნავს

ეს პერსონა

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, „როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა.

"რა ფაქტსაც ასახელებთ, ეს გავრცელდა რუსულ მედიაზე დაყრდნობით, ეს ჯერჯერობით არ ნიშნავს ფრენების აღდგენას. ამისთვის არსებობს მთელი რიგი ფორმალური პროცედურები და ჩვენ საჰაერო ადმინისტრაციას არ მიუღია რაიმე სახის შეტყობინება, რომ ფრენები აღდგენილია. აქედან გამომდინარე ვერ დავადასტურებ, რომ ეს არის ფრენების აღდგენა, მაგრამ ვიმეორებ ჩვენ მივესალმებით თუ კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა თურნავამ. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top