ბოკერია ზალკალიანს: რატომ იქცევით დამნაშავეებივით იქაც კი, სადაც დამნაშავეები არ ხართ?

ეს პერსონა

ვინმემ გაგაკრიტიკათ იმის გამო, სერგეი ლავროვთან შეხვედრა რატომ შედგაო?! გეთქვათ ჩვეულებრივ, რომ იქნება შეხვედრა. რატომ იქცევით დამნაშავეებივით იქაც კი, სადაც დამნაშავეები არ ხართ?! - ასე მიმართა გიგა ბოკერიამ საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, რომელსაც პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ. 

„თქვენ თქვით, თურმე გაგიკვირდათ, რომ ხალხმა არ იცოდა, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდებოდით. ამას სერიოზულად გვეუბნებოდით? თქვენი უმრავლესობის წევრები იყვნენ გაკვირვებულები, რომ გაიგეს ამის შესახებ. ზოგადი მზადყოფნა, რომ შეხვედრები იყოს, ერთია და კონკრეტული ინფორმაცია, რომ შეხვედრა შედგება - მეორე. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვინმეს პრობლემა აქვს შეხვედრასთან, საერთოდ ვინმემ გაგაკრიტიკათ იმაზე, შეხვედრა რატომ შედგაო?! საიდან მოიტანეთ?! „ევროპული საქართველოს“ პოზიციაა, რომ შეხვედრები საჭიროა, მათ შორის მტერთან. დამნაშავეებივით რატომ იქცევით? ესაა კითხვა. გეთქვათ ჩვეულებრივ, რომ იქნება შეხვედრა, რა პრობლემა იყო. ან შეხვედრის შემდეგ,რუსეთისთვის მაინც არ მიგეცათ საშუალება, რომ დაესწროთ თქვენთვის ნარატივის შექმნა. რატომ იქცევით დამნაშავეებივით, იქაც კი, სადაც დამნაშავეები არ ხართ. საკმარისია ის შემთხვევები, სადაც მართლა დამნაშავეები ხართ“, - მიმართა ბოკერიამ ზალკალიანს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top