"7 წლის გოგოს აცვია პენუარი, უჩანს საცვალი და ცეკვავს დაახლოებით ისე, როგორც სტრიპტიზ ბარში ცეკვავენ" - ბაია პატარაია

ეს პერსონა

გული მაქვს გახეთქვაზე. 7 წლის გოგოს აცვია პენუარი, უჩანს საცვალი და ცეკვავს დაახლოებით ისე, როგორც სტრიპტიზ ბარში ცეკვავენ, - ამის შესახებ უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს. საუბარია  ვიდეოზე, სადაც ასახულია თუ როგორ ცეკვავს 7 წლის ოზურგეთელი  გოგონა ქორწილში. კადრები  სოციალურ ქსელში გავრცელდა და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. პატარია წერს, რომ ფაქტზე უკვე მიმართა შესაბამის უწყებას. 

"გული მაქვს გახეთქვაზე. 7 წლის გოგოს აცვია პენუარი, უჩანს საცვალი და ცეკვავს დაახლოებით ისე, როგორც სტრიპტიზ ბარში ცეკვავენ; ანუ არის ჰიპერსექსუალიზირებული, დასწავლილი მოძრაობებით, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიმართულია სექსუალური ლტოლვის აღძვრაზე. ამ ვიდეოებს აქვს ათასობით ნახვა, ზოგი ბოროტად იყენებს და ზოგი რატომღაც ვერ ხვდება, რომ ბავშვი არ შეიძლება წარმოვაჩინოთ სექსუალურ ობიექტად.

განათლების სამინისტროს საღათას ძილით სძინავს საპატრიარქოს და ვასაძისებრთა შიშით, სქესობრივი უმეცრება და პედოფილია კი ყვავის ქვეყანაში.

ბოლო 6 თვეში 28 პირს შეეფარდა პატიმრობა არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე.

შსს-ს უკვე მივმართე და გარკვეული ნაბიჯები უკვე დაგეგმილი აქვთ.

შეიბრალეთ თქვენი ქალიშვილები, ნუ წაართმევთ ბავშვობას, ქალობას ისედაც მოესწრება, ნუ აქცევთ პატარა გოგონებს პედოფილების სამიზნედ. ბავშვის სექს-ობიექტად გადაქცევა არის საზიანო და ძალიან საშიში პრაქტიკა" , - წერს პატარაია "ფეისბუქის" გვერდზე.

 

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top