დავით ზალკალიანი: მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ლავროვთან შეხვედრა იყო აუცილებელი

ეს პერსონა

დავით ზალკალიანმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული შეხვედრა იყო "დროული, აუცილებელი და საჭირო".

„ერთ-ერთი ძირითადი მოტივი და ფაქტორი იყო უკანონო ბორდერზიაციის მძიმე ტალღა, რომელიც განხორციელდა ბოლო სამი თვის განმავლობაში.

ეს პროცესი დაიწყო აგვისტოს დასაწყისში და განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობდა, როგორც გუგუტიანთკარში, ისე სოფელ ჩორჩანასა და სხვა მიმდებარე ტერიტორიებზე. აქედან გამომდინარე, მინდა, ძალიან მკაფიოდ  განვაცხადო, როგორც მაშინ, ისე დღესაც, ვიყავი და ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეხვედრა იყო დროული, აუცილებელი და საჭირო“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top