ელისაშვილი კალაძეს: კახაბერ, მე ფეხბურთში მომზადებას არ ვაპირებ და შენ რომ იმეცადინო ქალაქის პრობლემებში ნამდვილად არ გაწყენდა

ეს პერსონა

 „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის კახა კალაძის  განცხადებებს ეხმაურება ეხმაურება. 

"როდესაც შენი გაუაზრებელი და არაკომპეტენტური გადაწყვეტილებების გამო მთელი ქალაქი საცობებში გმინავს, მეტროს ვაგონებსა და "ბოგდანებში" იჭეჭყება - ასეთი უკბილო ხუმრობის და ლაზღანდარობის ხასიათზე წესით არ უნდა იყო კაცი. პირისპირ დებატებს ყოველ ჯერზე რომ გაურბიხარ და მერე სხვას აბრალებ იმალებაო - არც ეგაა ღირსების მანიშნებელი. ფეხბურთს ვთამაშობ საშუალოზე ცუდად, თუმცა არც მაქვს პრეტენზია რომ ფეხბურთელი ვარ. ქალაქის პრობლემები ასე თუ ისე მესმის. ყოველ შემთხვევაში ტაქსების ე.წ. რეფორმა და ქუჩების უაზრო გადათხრა რომ სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევდა ეს კარგად ვიცოდი რამდენიმე თვის წინ და ხმამაღლა ვამბობდი კიდეც. ასე რომ კახაბერ, მე ფეხბურთში მომზადებას არ ვაპირებ და შენ რომ იმეცადინო ქალაქის პრობლემებში და სატრანსპორტო პოლიტიკის თანამიმდევრობაში ნამდვილად არ გაწყენდა. ყოველ შემთხვევაში სატრანსპორტო კოლაფსის გამო მე ნამდვილად არ მაგინებს მთელი თბილისი", - წერს ელისაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.

ცნობისთვის, ელისაშვილმა გუშინ კალაძე, დებატებში გამოიწვია, რაზეც მერმა უპასუხა, რომ დებატებისთის არ სცალია თუმცა შეუძლია, რომ ფეხბურთი ეთამაშოს. 


 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top