ლედი გაგა ფანმა ხელში აიყვანა, შემდეგ კი ორივე სცენიდან ჩაცვივდა - ვიდეო

ეს პერსონა

ლედი გაგა ლას-ვეგასის შოუს მსვლელობისას სცენიდან გადავარდა. როგორც ეპატაჟურ ვარსკვლავს სჩვევია, მან სცენაზე გულშემატკივარი მიიპატიჟა, შემდეგ კი მას შეახტა, მამაკაცმა, სახელად ჯეკი, წონასწორობა დაკარგა და თავისი კუმირითურთ სცენიდან გადავარდა.

„ჩვენ გვეგონა, რომ ლედი გაგა გარდაიცვალა“– ყვებიან თვითმხილველები, თუმცა ვარსკვლავი სცენაზე მალევე დაბრუნდა და სიმღერის შესარულებაც ჩვეული ენერგიით გააგრძელა.

„საკვირველია, ჩვენ ისე გვიყვარს ერთმანეთი როგორც ჯეკს და როუზს ფილმიდან ტიტანიკი, ვფიქრობ, ამის შემდეგ ჩვენ ერთად ჩაი უნდა დავლიოთ“– აღნიშნა ვარსკვლავმა

 „არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად არის, ეს ჩვენი ბრალი არ არის, შენ ეს საკუთარ თავს უნდა აპატიო“– ამ სიტყვებით ამშვიდებდა ვარსკვლავი სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ, ატირებულ მამაკაცს.

 

0
4
0
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top