ჰამბურგის ლაბორატორიაში ცხოველებს სასტიკად ეპყრობიან - ვიდეო

ეს პერსონა

გაფრთხილება: ვიდეო  შეიცავს ცხოველების წამების ამსახველ ვიდეომასალას.

ცხოველების უფლებადამცველებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ჩანაწერები, რომლებშიც ერთ-ერთ გერმანულ ლაბორატორიაში ექსპერიმენტებისთვის გამოყენებული ცხოველების მიმართ განსაკუთრებულად სასტიკი მოპყრობის კადრებია აღბეჭდილი. ქალაქ ჰამბურგში მდებარე Laboratory of Phramacology and Toxicology-ში ჩატარებული ექსპერიმენტების ფარული ჩანაწერი ორგანიზაცია  cruelty free international -ის თანამშრომელმა გადაიღო. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლაბორატორიაა გერმანიაში და იქ 175 ადამიანია დასაქმებული.

გავრცელებულ ჩანაწერებში გარკვევით ჩანს, თუ რა პირობებში ამყოფებენ სხვადასხვა სახეობის ცხოველებს. განსაკუთრებულად ცუდ პირობებში მაიმუნები იმყოფებოდნენ, რადგან მათ რკინის ვიწრო გალიებში აცხოვრებდნენ, კვლევების ჩატარებისას კი რკინის მარწუხებით აბამდნენ.

რვაწუთიან ვიდეოში გარკვევით ჩანს, რომ არა მხოლოდ მაიმუნებზე, არამედ კატებზე, ძაღლებსა და კურდღლებზეც ატარებდნენ კვლევებს ცხოველებისთვის განსაკუთრებულად სტრესულ გარემოში.

 

1
5
9
99
276
კომენტარები
ეს პერსონა
Top