თამაში "ლურჯი ვეშაპი" რუსთავში გამოჩნდა - მშობლებმა პოლიციას მიმართეს

ეს პერსონა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მცხოვრებმა 11 წლის გოგომ „facebook user“-ის სახელით სოციალურ ქსელში შეტყობინება მიიღო. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

წერილი გახმაურებულ ქსელურ სახიფათო თამაშს „ლურჯი ვეშაპს“ უკავშირდება. შეტყობინებებში გოგონამ ტექსტობრივი ფორმით სხვადასხვა სახის დავალებები მიიღო თუმცა მათ შესრულებაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით იგივე ანგარიშიდან უკვე ფოტოს სახით მიიღო დავალებები.

ფაქტის შესახებ კი მშობელმა შემთხვევით გაიგო და საფრთხის თავიდან ასაცილებლად ინფორმაცია პოლიციას მიაწოდა. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბავშვთან ფსიქოლოგი მუშაობს.

0
0
2
1
5
კომენტარები
ეს პერსონა
Top