ლონდონის ქუჩებიდან პოლიციამ Extinction Rebellion-ის აქტივისტები გაიყვანა

ეს პერსონა

ლონდონის პოლიციამ ეკოაქტივისტები, მოძრაობა Extinction Rebellion (გადაშენების პირას მყოფთა ბუნტი) წევრები დაშალეს. რამდენიმე საათიანი ბლოკადის შემდეგ, ლონდონის ცენტრი მეტროსადგური Oxford Circus გათავისუფლდა. მანამდე მეტრო შეფერხებით მუშაობდა. აქციის ერთმა მონაწილემ პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ფორმაში გამოწყობილმა სიმაღლეზე ასვლით სცადა საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.

პროტესტის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრში ხის კონსტრუქცია მოათავსეს, რომლის მოხსნაც მხოლოდ სპეციალური მანქანით იყო შესაძლებელი.  აქტივისტებმა არსებული ცენტრალური ქუჩები იმ მიზეზით აირჩიეს, რომ სწორედ შეძლებული ხალხი, რომელთა რაოდენობაც მხოლოდ 10%- ია ეკოლოგიის დაბინძურებას უწყობენ ხელს.

ამ ხნის მანძილზე, აქციების მსვლელობისას პოლიციამ თითქმის 1500 ადამიანი დააკავა, წესრიგის დარღვევისთვის. 

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top