პოლიციამ კახეთში, სოფელ აფენში ნარკორეალიზატორი დააკავა - ვიდეო

ეს პერსონა

შსს-ს თანამშრომლებმა კახეთში, სოფელ აფენში, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით,1972 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.
პოლიციამ ე.ა.-ს მიერ უკანონოდ გაყიდული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top