გიორგი გაბუნია პროკურატურაში მივიდა

ეს პერსონა

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. გაბუნია საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. მას პროკურატურაში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა,  გაბუნიას უწყებაში დაბარება,  ნიკა გვარამიას დაკავების და მთავარი არხის განეიტრალების მიზანს ემსახურება.

„ეს არის გაგრძელება დაკითხვების სერიის, „რუსთავი2“-ის ყოფილი ჟურნალისტების, რომლებიც ახლა მუშაობენ „მთავარ არხზე“ და „ფორმულაზე“.

გამოძიება დაწყებულია ნინო ნიჟარაძის წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე 20 ივლისს. პროკურატურის, როგორც ხელისუფლების დავალებების შემსრულებლის მიზანი არის ნიკა გვარამიას დაკავება, ამის მეშვეობით მთავარი არხის განეიტრალება და მაუწყებლობის შეფერხება, რაც აქამდე ვერ მოხერხდა და ვერც მერე ვერ მოხერხდება“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top