"მცდელობაა, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს" - გიორგი გაბუნიას გამოკითხვა დასრულდა

ეს პერსონა

გიორგი გაბუნიას გამოკითხვა მთავარ საგამოძიებო უწყებაში დასრულდა. როგორც ჟურნალისტმა პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა, გამოძიების მიზანი “მთავარი არხისთვის” ხელის შეშლაა. მისივე თქმით, გაუთქმელობის ხელშეკრულების დადების გამო, დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

“იდენტური საქმეა, რაც ჩემი კოლეგების შემთხვევაში იყო და ბუნებრივია, ხელი მომაწერინეს გაუთქმელობაზე. პირველ რიგში არის იმის მცდელობა, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ გამოუვათ, მაგრამ გამოკითხვები ბოლომდე უნდა მიიყვანონ. რომ გითხრათ, რომ ჩემ მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ რაიმე რადიკალური ცვლილება შეიტანოს ამ საქმეში, ნამდვილად არა. გვარამიას დაჭერა რომც ვერ მოხერხდეს, “მთავარი არხისთვის” ხელის შეშლაა გამოძიების მიზანი. ვინაიდან ვამბობ, რომ ნიკა გვარამიას დაჭერისკენ მიჰყავთ ეს საქმე, ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გვარამიას ეხებოდა შეკითხვები. ვერ გეტყვით რაზე დაგვისვეს შეკითხვები, საქმე ეხება სხვადასხვა თანხებს", - განაცხადა გაბუნიამ.

2
1
1
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top