ჩხოროწყუში სახალხო დღესასწაულზე რეკორდული ზომის სულგუნი დაამზადეს - ვიდეო

ეს პერსონა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ჩხოროწყუობა“ აღნიშნეს. დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში მოწყობილი იყო მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები. ერთ-ერთ ეთნოგრაფიულ კუთხეში რეკორდული სიდიდის სულუგუნი დაამზადეს, რომელიც 34 კილოს იწონის. ადგილზე ხელოვანთა ნამუშევარების გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა. დღესასწაულთან დაკავშირებით ჩხოროწყუში, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა და ჩხოროწყუსა და ლიეტუვას ქალაქ მოლეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top