თემურ ცამციშვილი: მესხიშვილის თეატრი ხალხის ფულით ფინანსდება ისე, რომ ხალხს არავინ არაფერს ეკითხება

ეს პერსონა

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თემურ ცამციშვილი, მესხიშვილის თეატრში მოსკოვის თეატრის ჩამოსვლას facebook პოსტით ეხმაურება და თეატრის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

 "დღეს მესხიშვილის თეატრში, მოსკოვის თეატრი ჩამოდის. ამ ფაქტმა საზოგადოების დიდ ნაწილში პროტესტის გრძნობა გამოიწვია,სამართლიანიც, ეს თეატრი ხო ამ ხალხის ფულით ფინანსდება,ოღონდ ისე რო სახელმწიფო არ ეკითხება, გადასახადების გზით ართმევს და მერე თეატრს აძლევს. ახლა მოკლედ რა მოხდებოდა თეატრი ბიუჯეტიდან რო არ ფინანსდებოდეს და ვალდებული იყოს პროდუქტი მიყიდოს მაყურებელს. თავი რო დავანებოთ იმას რომ ასე არსებობა უფრო მორალურია,(არამარტო თეატრის)თქვენ წარმოიდგინეთ მოსკოვის თეატრს არ ჩამოიყვანდნენ არაფრის დიდებით, რადგან ეს ნაბიჯი პირდაპირ დაარტყამდა მათი პროდუქტის გაყიდვას ბაზარზე. ასე რომ..." - წერს ცამციშვილი.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top