გუდამაყარის ხეობაში ინტერნეტი პირველად გაეშვა

ეს პერსონა

გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი გაეშვა. პროექტის დასრულების შედეგად ინტერნეტით დაფარული იქნება  ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის 76 სოფელი, 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი.

პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა მაღაროსკარისა და უკანა ფშავის ხეობების, ასევე ბარისახოს და ე.წ. გორშეღმის ხეობების (გუდანისა და როშკის მიმართულებების გარდა) ქსელის აგება და აბონენტების ჩართვა. მიმდინარე პერიოდში სატესტო რეჟიმში ჩართულია 120 აბონენტი. ასევე ინტერნეტში ეტაპობრივად ჩასართავად მზადაა გუდამაყრის ხეობის სოფლების უმეტესობა.

ინტერნეტიზაციის პროექტის საშუალებით 2017 წლიდან ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდა თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top